понедельник, 19 декабря 2011 г.

1. პროექტის  სახელწოდება: სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე
2.პროექტის მთავარი იდეა: ქართველ მეფეთა შორის ყველაზე მწიგნობარი მეფე .
დავით  აღმაშენებელი, როგორც ყველაზე განათლებული და წიგნის მოყვარული მეფე.
3.პროექტის აქტუალობა: ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა,რომრაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუნაწილო არა დაგაკლდება რა
თუ არ მოგემატება რა.
4. პროექტის მიზნები: დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცის მოძიება, სასკოლო
ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების გაცნობა, ურთიერთობა, პრეზენტირების უნარის
გამომუშავება, საკუთარი აზრის დასაბუთება,კრიტიკული აზროვნება,  კითხვის
მარტივი სტრატეგიების დაუფლება.
5.   მოსწავლეთა ასაკი:   მესამე კლასი.
6.   ვადები, ხანგრძლივობა:  5   დღე.
7.   მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი,
      ბუკლეტები.
8.   პროექტის საჭირო ძირათი რესურსები: სახელმძღვანელო, სურათები,საკანცელარიო
      საგნები.
9.   პროექტის მსვლელობა:  .
      1.  კითხვისათვის მზადება,გონებრივი იერიშის რუკა.
       2. ტექსტის კითხვა და ანალიზი.
       3. ტექსტის კონსტრუირება.
       4. ჩემი ბიბლოთეკა, დიდაქტიკური თამაში ბიბლიოთეკაში.
       5.საკუთარი აზრის დასაბუთება და დასკვნების გამოტანა.
      6. შეჯამება
      7. განმავითარებელი შეფასება